ისტორია
აგრონავტის გუნდი აგრარული სფეროთი წლების წინ დაინტერესდა. გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, დარგში არსებული გამოწვევები ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს. ციფრული ტექნოლოგიების დანერგვით, ვცდილობთ ახალგაზრდების დაინტერესებას, მათი ჩართულობის ამაღლებას, აგრარულ სფეროში არსებული თეორიული მასალების გაციფრულებას და აგრობიზნესის დაგეგმვასა და მართვაში ფერმერების დახმარებას.საწყის ეტაპზე აგრონავტი სოციალური პროექტი იყო, არაკომერციული მიზნებით, ხოლო დღეს ის მომგებიან და მდგრად ბიზნეს მოდელს წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად მორგებულია თანამედროვე გამოწვევებსა და მომხმარებლების საჭიროებებზე.
მისია
აგროპროდუქტიულობის ზრდა ციფრული და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.