ისტორია
„აგრონავტი“არის საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივა, რომელიც შეიქმნა ფერმერების საჭიროებებზე მორგებული ციფრული გადაწყვეტებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ყველა ფერმერს, მეწარმესა და აგრობიზნესში ჩართულ პირს თანამედროვე ცოდნაზე, ტექნოლოგიებსა და ბაზარზე ჰქონდეს ხელმისაწვდომობა.
პლატფორმა 2017 წელს გაეშვა როგორც მობილური აპლიკაცია და მას შემდეგ ტექნოლოგიურად მნიშვნელოვნად განვითარდა.
ჩვენ გვჯერა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არის გზა მდგრადი და ინკლუზიური აგროსექტორისკენ. „აგრონავტი“ აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციას, ადგილობრივი გამოცდილების და ტექნოლოგიური პროგრესის საფუძველზე.
ჩვენი მისია:
მივაწოდოთ ფერმერებსა და აგრიპრენერებს ციფრული ინსტრუმენტები, რომლებიც
დაეხმარებათ უკეთ დაგეგმონ, მართონ და განავითარონ თავიანთი აგრობიზნესი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
