რაც-იოლი
მერძეული ფურის საკვები ულუფის (რაციონის) გამომთვლელი ქართულ ენაზე შედგენილი პროგრამა „რაც-იოლი 1.1’’ კარგი საშუალებაა დამწყები და საშუალო ზომის ფერმერებისთვის და მარტივად გამოსაყენებელია:
- ფურის პარამეტრების მიხედვით ადგენს მის დღიურ საკვებ ნორმას.
- საკვები ინგრედიენტების შერჩევისით პროგრამა ითვლის საკვები ულუფის ჯამურ კვებით ღირებულებას, შესაბამისად საშუალებას იძლევა შედგეს დაბალანსებული ულუფა.
- საკვები ინგრედიენტების ფასების შეყვანის შემთხვევაში პროგრამა ადგენს საკვები ულუფის ჯამურ ფასს და შესაბამისად თითოეული ცხოველის კვებისთვის გაწეულ ხარჯებს.
- რეალიზებული რძის ფასის შეყვანის შემთხვევაში პროგრამა ასევე ითვლის რძის შემოსავლის და კვების ხარჯის ნაშთს.
- ოპტიმიზაციის ფუნქცია დამატებით საშუალებას იძლევა განსაზღვროს ფურის კვების ყველაზე დაბალი ხარჯები.
პროგრამა „რაც-იოლი 1.1“ შეიქმნა პროექტის “ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) მიერ და ახორციელებს Land O’Lakes Venture37-ი და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) პარტნიორობით.
შენიშვნა : სასწავლო მასალის გადმოსაწერად გთხოვთ შეიყვანოთ სახელი, გვარი, მობ ნომერი