ტკიპების უარყოფითი ეფექტი და მათ მიერ გამოწვეული პრობლემები

ტკიპა ფართოდ გავრცელებული ობობასნაირთა რიგის მცირე ზომის (0,1-იდან 30 მმ-მდე) ფეხსახსრიანი ცხოველია.  ბინადრობენ როგორც ხმელეთზე, ისე ზღვასა და მტკნარ წყალში. მტაცებელი და მცენარეული ტკიპები ბინადრობენ ნიადაგში, ტყის საფენში, მცენარეებზე, ცხოველთა ბუდეებში; იქსოდური, არგასული და ზოგი გამაზოიდური ტკიპა ტრანსმისიული დაავადებების (ენცეფალტის, ციებ-ცხელების) გამომწვევთა გადამტანია; ბეღლის ანუ აკაროიდული ტკიპები სპობენ მარცვალს და სხვა პროდუქტებს; გალიანი, აბლაბუდიანი ტკიპები ზიანს აყენებენ მცენარეებს; მუნის ტკიპები პარაზიტობს ადამიანისა და ცხოველების კანში. ზოგი ტკიპა სასარგებლოა — მონაწილეობს ნიადაგის წარმოქმნაში, ანადგურებს მცენარეთა მავნებლებს.

ტკიპის გაჩენის მიზეზები და გავრცელების არეალი 

გაზაფხულზე, თბილი ამინდების დადგომასთან ერთად აქტიურდება სხვადასხვა მწერი, მათ შორის – ტკიპა. ამ პერიოდში, ტკიპების მომრავლება განპირობებულია ტენიანობის მატებით, ამიტომ მათი გააქტიურება აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდს ემთხვევა.

ტკიპები გვხვდება ისეთ ადგილებში, სადაც მაღალია ბალახის საფარი: ტყეები, მინდვრები, მდელოები, მათ შორის, დასასვენებელი პარკები და სკვერები, მდინარეებისა და ტბების შემოგარენი. 

საქართველოში გავრცელების მიხედვით ტკიპა განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა და ხშირად გვხვდება შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. 

ტკიპა განსაკუთრებით კარგად გრძნობს თავს ცხოველის ბეწვზე, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ შინაური ცხოველების პატრონებმა, განსაკუთრებით კი – ფერმერებმა, რომლებსაცხშირად უწევთ ბუნებაში ყოფნა და საველე სამუშაოების შესრულება.

ხშირად ტკიპები ადამიანის ან ცხოველის სხეულზე ბალახიდან ხვდებიან, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციით, ბუნებაში ყოფნისას უმჯობესია ჩავიცვათ დახურული სამოსი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სხეულის მთლიანად დაცვა. 

ტკიპა ერიდება მშრალ ზედაპირებს, კენჭებსა და ქვიშაყრილს. ამიტომ რეკომენდებულია, სასოფლო მეურნეობებში გადასაადგილებლად გამოვყოთ ქვებით მოფენილი ადგილები, ხოლო ბალახი სისტემატურად გავთიბოთ.  

კიპების მიერ გამოწვეული დაავადებები ცხოველებსა და ადამიანებში 

ტკიპის ნაკბენი ხდება დაავადებების გამომწვევი მიზეზი როგორც ადამიანებში, ისე ცხოველებში. არასწორი მკურნალობით, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მივიღოთ. ხერხემლიანთა სისხლის წოვის შედეგად ტკიპები იწვევენ შემდეგ დაავადებებს:  ჰემორაგიული ვირუსული ცხელებები, ტკიპისმიერი ენცეფალიტები, ტულარემია, ბრუცელოზი, ბორელიოზი, სხვადასხვა რიკეტსიოზები და სხვა. ასევე, ტკიპის ნაკბენი იწვევს ლაიმის დაავადებას, რომელიც ხასიათდება კანის, გულის, ნერვული სისტემისა და სახსრების დაზიანებით. 

ტკიპა, როგორც ყირიმ-კონგოს გამომწვევი მიზეზი

ტკიპის ნაკბენით გამოწვეული გავრცელებული დაავადებაა ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF) – იგივე ვირუსული ჰემორაგიული ცხელება. ასევე, ამ დაავადების გადადება შესაძლებელია დაინფიცირებული ცხოველის ქსოვილებთან (ქსოვილთან, საიდანაც ვირუსი სისხლში შევიდა) კონტაქტით ამ ცხოველის დაკვლის დროს ან უშუალოდ დაკვლის შემდეგ.  დაავადების რისკი ასევე არსებობს იმ შემთხევაში თუ ტკიპას ხელით გავსრესთ და მისი ლორწოვანა მოხვდება კანქვეშ ჭრილობიდან, თვალიდან ან სხვა გზით.

საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევები

2023 წლის 4 ივნისს ახალციხის სოფელ წყალთბილაში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ექიმი გარდაიცვალა. ოფიციალური ინფორმაციით, 2009-2022 წლების პერიოდში, საქართველოში ყირიმ კონგოს ცხელების 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება აღირიცხა. ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება განსაკუთრებით მძიმე ინფექციების ჯგუფს განეკუთვნება და ამ დაავადებით გამოწვეული ლეტალობის მაჩვენებელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით,  10-40%-ია. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთერლობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2023 წელს, ინფიცირების პირველი შემთხვევა 28 აპრილს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხში გამოვლინდა.

ყირიმ-კონგოს ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინა დღემდე არ არსებობს.   ინფიცირებისგან დაცვისერთადერთი გზა რისკ-ფაქტორების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. 

კიპებისგან გამოწვეული ზიანის შემცირების ზომები 

იგიენა და სანიტარია

ტკიპებისგან თავის არიდებისთვის საჭიროა დაცული იყოს ჰიგიენა და სანიტარული ნორმები. პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება შემდეგი თანმიმდევრობით: დერატიზაცია, დეზინფექცია, მღრღნელების ხვრელების ნაპრალების ამოქოლვა, ნაგვის დროული და სისტემატური გატანა.

სხვილფეხა საქონლის ეგულარული ვეტერინარული მოვლა-პატრონობა

მნიშვნელოვანია მსხვილფეხა საქონლის ვეტერინარული მოვლა-პატრონობის პროცესშიპროფილაქტიკური ღონისძიების ეფექტიანად გატარება. საჭიროა ცხოველის სადგომი შენობის კედლების ჭრილების ამოვსება, კედლების ირგვლივ მცენარეული საფარის განადგურება, იატაკის, კედლებისა და ჭერის დეზინფექცია/დეზაკარიზაცია (სასურველია ადრე გაზაფხულზე). უკვე დატკიპიანებული ცხოველების შემთხვევაში, აუცილებელია ტკიპები განადგურდეს ვეტერინარის მეთვალყურეობით, სპეციალიზებულ აფთიაქებში ხელმისაწვდომი სხვადასხვა ექტოპარაზიტოციდული საშუალებებით. 

აცვის ინდივიდუალური საშუალებები

თუ ტკიპების გავრცელების აქტიური სეზონის პერიოდში (აპრილი-ივნისი) ბუნებაში გასვლას აპირებთ, აუცილებელია დამცავი საშუალებების გამოყენება.  არსებობს ორი სახის დამცავები: რეპელენტები, რომლებიც შეიძლება კანზე წაისვათ ან ტანსაცმელზე სპრეის სახით შეისხუროთ.