ილია კუნჭულია
ილია კუნჭულია 2018 წელს შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას. ილია GFA-ს სერტიფიცირების სპეციალისტია. მუშაობს ხილისა და ბოსტნეულის ღირებულებათა ჯაჭვის ხარისხის ინფრასტრუქტურის გამართვასა და ფერმერული მეურნეობების ბიზნესმოდელების განვითარებაზე. მისი პასუხისმგებლობაა ფერმერების დახმარება, დანერგონ სტანდარტები და იყვნენ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ამავდროულად, ილია ჩართულია GFA-ს მობილური ლაბორატორიის მომსახურების საქმიანობაში, ისევე როგორც აგროტურიზმის, განათლების, შრომის უსაფრთხოების, გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების მიზნების მიმართულებებით.
ასოციაციაში მოსვლამდე ილია მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში (2015-2018) სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევით პროექტებზე, როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებებით. ამავე პერიოდში, სხვადასხვა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც ემსახურებოდა გარემოს დაცვას, ადგილობრივი თემებისა და თემებზე დაფუძნებული ორგანიზაციების მხარდაჭერას, ისევე როგორც, სამოქალაქო საზოგადოების წევრების ცნობიერების ამაღლების საკითხებს მდგრადი განვითარების მიზნების გარშემო.
ილია ფლობს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს (2014) და არის აგრონომიის მაგისტრი (2016).