ხელოვნური განაყოფიერება

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (USDA Food for Progress SQIL) ფარგლებში საქართველოში შემოტანილია ჰოლშტეინისა და ჯერსის სქესირებული სპერმა, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივი ფერმერებისთვის დაგეგმილია დღეისათვის ბაზარზე არსებულ ფასზე უფრო ხელმისაწვდომი ღირებულებით.

USDA Food for Progress SQIL პროექტის ფარგლებში, ჰოლშტეინისა და ჯერსის სექსირებული სპერმის საბოლოო გასაყიდი ფასია 25 ლარი, რასაც უნდა დაემატოს ტექნიკოსის მომსახურეობა.

USDA Food for Progress SQIL პროექტის ფარგლებში ხელმისაწვდომი სქესირებული სპერმის დისტრიბუცია განხორციელდება წინასწარ შერჩეული დისტრიბუტორების (გრანტიორების) მიერ, ხოლო მიღებული თანხები მოხმარდება სექტორის განვითარებას. პროექტის ფარგლებში ინიცირებული სქესირებული სპერმის დისტრიბუციის პროცესი გაცემული სპერმის პაიეტების ბრუნვისა და გამოყენების მრავალეტაპიანი მკაცრი კონტროლით განხორციელდება.

პროექტის ფარგლებში სექსირებული სპერმის დისტრიბუტორები არიან:

· შპს „პროვეტი“ (გიორგი ჯიმშიტაშვილი) – 577 684 999

· ი/მ ილია მთვარელიძე – 595 486 060

· ახალგაზრდა ვეტერინართა ასოციაცია (ბექა გიორგობიანი) – 591 734 545

· კოოპერატივი „გენეტიკის გაუმჯობესება მეცხოველეობაში“ (ვაჟა ძირკვაძე) – 599 285 074