თამარ ჩხიკვიშვილი 2021 წლის მაისიდან შემოუერთდა საქართველოს ფერმერთა ასოციაციას, იგი იკავებს მესაქონლეობის კონსულტანტის და სერტიფიცირების სპეციალისტის პოზიციას. იგი მუშაობს გეოგაპის სერტიფიცირების პროგრამაზე მერძეული მიმართულებით, ჩართულია მესაქონლეობის კუთხით მიმდინარე აქტივობებში. თამარი არის აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის მაგისტრი, მას გაცვლითი პროგრამით მიღებული აქვს განათლება ესტონეთშიც. ასევე გავლილი აქვს ფერმის მენეჯმენტის კურსი. ახლა იგი სწავლობს დოქტორანტურაზე ეპიდემიოლოგიის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამაზე. იგი მანამდე დასაქმებული იყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში რისკის შეფასების სპეციალისტად და კერძო ვეტერინარულ კლინიკაში, ვეტერინარად.