რძის სტანდარტი
საქართველოში სულ უფრო იზრდება მოთხოვნა სურსათის უვნებლობის მიმართ როგორც კანონმდებლობის, ასევე მომხმარებლების მხრიდან. ამას ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის მზარდი ტენდენცია, რაც გამოიხატება ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე მოთხოვნის მატებაში.
2018 წელს ა(ა)იპ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ“ USAID-ის მხარდაჭერით პროექტ “ზრდა აქტივობა”-ს ფარგლებში შეიმუშავა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ხილისა და ბოსტნეულის) პირველადი წარმოების ადგილობრივი სტანდარტი – გეოგაპი. გეოგაპის მიზანს, ერთის მხრივ, საქართველოში მიკვლევადი და უვნებელი ხილ- ბოსტნეულის წარმოებისა და გაყიდვების ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა, მეორეს მხრივ, ფერმერების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება წარმოადგენს.
2021 წელს პროექტმა „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – (SQIL)“, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია Land O’Lakes Venture37-ის
ფარგლებში, ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან თანამშრომლობით განაახლა სტანდარტი და დაამატა ახალი, მერძეული მოდული, რომელიც გულისხმობს საქართველოში არსებული მერძეული ფერმების სერტიფიცირებას.
მერძეული ტიპის ფერმის სტანდარტი გეოგაპი, რომელიც მორგებულია ადგილობრივ პირობებსა და კანონმდებლობას, შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტ GLOBALG.A.P.-ზე დაყრდნობით. სტანდარტის მთავარი მიზანია წარმოებული რძე იყოს უვნებელი, ხარისხიანი და მიკვლევადი. გეოგაპის სტანდარტის განახლება ხდება საქართველოში არსებულ კანონდმებლობაში შესული ცვლილებების შესაბამისად, ხოლო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით შესაძლებელია სტანდარტის გაფართოება.
გეოგაპის სტანდარტის დოკუმენტაცია შედგება მოთხოვნების სიისგან და სახელმძღვანელოსგან. მოთხოვნების სია არის დოკუმენტი, რომელშიც გაწერილია ყველა ის მოთხოვნა რასაც მოიაზრებს სტანდარტი, ხოლო სახელმძღვანელო არის დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ახსნილი თუ რას მოიცავს თითოეული მოთხოვნა და როგორ უნდა დააკმაყოფილოს ფერმერმა აღნიშნული კრიტერიუმი.
სტანდარტის მოთხოვნების თემები სახელმძღვანელოსა და მოთხოვნების სიაში განაწილებულია შემდეგ 8 თავში:
1. ფერმერული მეურნეობა;
2. საქონლის იდენტიფიკაცია და მიკვლევადობა;
3. საქონლის კვება, დაწყურება;
4. საქონლის სადგომი;
5. საქონლის ჯანმრთელობა;
6. საწველი დანადგარები, წველის პრაქტიკა;
7. ჰიგიენა;
8. რეცხვა/დეზინფექციისა და სხვა ქიმიური საშუალებები.
- გეოგაპის დანერგვის საფეხურები
- მომსახურების საფასური
- მასერტიფიცირებელი
- გეოგაპის დანერგვის სახელმძღვანელო
- გეოგაპის მოთხოვნების სია
- განაცხადის შესავსები ფორმა